გრაფიკული დიზაინის LIVE კურსი
- Design, გრაფიკული დიზაინი
- 12 (Registered)
-
(0 Review)
გრაფიკული დიზაინი
კურსის მიზანი
კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს გრაფიკული დიზაინის მყარი თეორიული და პრაქტიკული საფუძველი, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ვიზუალური კომუნიკაციისა და პროფესიული განვითარებისთვის.
სასწავლო პროგრამა მოიცავს გრაფიკული დიზაინის ორ ძირითად ინსტრუმენტს: Adobe Photoshop, Adobe Illustrator – რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ეფექტურად იმუშაონ როგორც ციფრულ, ისე საბეჭდი მედიის დიზაინზე.
კურსის განმავლობაში სტუდენტები განივითარებენ შემოქმედებით აზროვნებას, დიზაინის კრიტიკულ აღქმას და ვიზუალური სტრუქტურების გააზრებულ გამოყენებას, რაც მათ დაეხმარება პროფესიონალური გრაფიკული ნამუშევრების შექმნაში თანამედროვე სტანდარტებისა და ტენდენციების შესაბამისად.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
- დამოუკიდებლად იმუშაოს გრაფიკულ პროგრამებში Adobe Photoshop, Adobe Illustrator და შექმნას ვიზუალური მასალა ციფრული და საბეჭდი მედიისთვის;
- დაგეგმოს და განახორციელოს დიზაინის პროექტი იდეიდან საბოლოო შედეგის პრეზენტაციამდე;
- ეფექტურად გამოიყენოს ფერი, ფორმა, ტიპოგრაფია და კომპოზიცია ვიზუალური კომუნიკაციის მიზნების მისაღწევად;
- შექმნას ბრენდის იდენტობა და მოამზადოს ძირითადი ვიზუალური სახელმძღვანელო (Brand Guidelines);
- მოამზადოს ციფრული და საბეჭდი ფაილები ტექნიკური სტანდარტების დაცვით;
- წარადგინოს საკუთარი ნამუშევრები პროფესიონალურად და შექმნას პორტფოლიო საერთაშორისო პლატფორმებზე (Behance, Dribbble და სხვ.);
- გაეცნოს თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს და გამოიყენოს ისინი პრაქტიკაში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
ზოგადად თუ გაინტერესებს რა არის გრაფიკული დიზაინი? უყურე ამ ვიდეოს👇
მენტორის შესახებ:
![]()
ნიკოლო არეშიძე-თურმანიძე არის გრაფიკული დიზაინის პრაქტიკოსი და მენტორი, რომელიც მუშაობს თანამედროვე ვიზუალური კომუნიკაციის, ბრენდინგისა და ციფრული დიზაინის მიმართულებით. მისი სწავლების მიდგომა დაფუძნებულია რეალურ პრაქტიკაზე, სტრუქტურირებულ აზროვნებაზე და შედეგზე ორიენტირებულ პროცესზე.
განათლება
✔️ გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მიღებული პროფესიული განათლება:
Georgian Institute of Public Affairs (GIPA) & Caucasus University
✔️ მუდმივი თვითგანვითარება თანამედროვე დიზაინის სტანდარტებსა და ტენდენციებში
გამოცდილება
მუშაობის გამოცდილება:
Loialté • ლოიალტე (1+ წელი)
Evapify Group (1+ წელი)
პარტნიორობა:
ლიბერთი ბანკი / კროკობეთი / Freelance Graphic Design’s და სხვა..
✔️ პრაქტიკული გამოცდილება ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის პროექტებში
✔️ მუშაობა ციფრული და საბეჭდი დიზაინის მიმართულებით
✔️ დიზაინის რეალური ამოცანების გადაწყვეტა ბიზნეს-კონტექსტში
✔️ დამწყებებთან მუშაობის გამოცდილება – ნულიდან სტრუქტურირებული სწავლება
მენტორის მიდგომა
✔️ ფოკუსი არა მხოლოდ პროგრამებზე, არამედ დიზაინერულ აზროვნებაზე
✔️ პრაქტიკა, feedback და რეალური ამოცანები
✔️ მკაფიო, გასაგები და ეტაპობრივი სწავლება
სილაბუსი იხილეთ აქ 👇
Curriculum
- 2 Sections
- 14 Lessons
- 8 Weeks
- Photoshop / ფოტოშოპირას ისწავლი Photoshop-ში: ინტერფეისი, სამუშაო გარემო და სწორი ფაილის შექმნა Layer-ების ლოგიკა და არადესტრუქციული მუშაობა Selection ინსტრუმენტები (ზუსტი ამოჭრა და მონტაჟი) ტექსტთან მუშაობა და ვიზუალური იერარქია ფერები, კონტრასტი და კომპოზიცია დიზაინში Social Media პოსტებისა და ბანერების დიზაინი ფაილების სწორად შენახვა (Web / Print) 👉შენი შედეგი: შეძლებ რეალური დიზაინების შექმნას Photoshop-ში, ნულიდან.7
- 1.1ლექცია 1 — შესავალი / Photoshop-ის საბაზისო გარემო3 Hours
- 1.2ლექცია 2 — გრაფიკული აზროვნების საფუძვლები3 Hours
- 1.3ლექცია 3 — ფერები, ფორმები და კომპოზიცია / ბონუსი: Hue/Saturation (ფერებით მანიპულაცია)3 Hours
- 1.4ლექცია 4 — Behance, Moodboard და ინსპირაცია / პატერნის შექმნა, ინსპირაციული პოსტერი / ბონუსი: ხელოვნური ინტელექტი გრაფიკულ დიზაინში3 Hours
- 1.5ლექცია 5 — ტიპოგრაფია დიზაინში / ბონუსი: ფონტების გადმოწერა/დაყენება3 Hours
- 1.6ლექცია 6 — Google Ads ბანერები / ბონუსი: GIF-ების შექმნა Photoshop-ში3 Hours
- 1.7ლექცია 7 — ბილბორდები და ფოტოშოპის ფინალური პროექტი3 Hours
- Illustrator / ილუსტრატორირას ისწავლი Illustrator-ში: ვექტორული გრაფიკის საფუძვლები Shape-ები, Pen Tool და ზუსტი ფორმების აგება ლოგოსა და აიკონების შექმნის პრინციპები ფერების, Stroke-ებისა და Gradient-ების გამოყენება Typographic კომპოზიციები ბრენდინგის ელემენტები (ლოგო, ნიშნები, მარტივი იდენტიკა) ვექტორული ფაილების სწორად ექსპორტი 👉 შედეგი: შეძლებ სუფთა და პროფესიონალური ვექტორული დიზაინის შექმნას.7
- 2.1ლექცია 1 — ინტერფეისი და ფუნდამენტები3 Hours
- 2.2ლექცია 2 — არტბორდები და სივრცის ორგანიზაცია3 Hours
- 2.3ლექცია 3 — ფერები და ტიპოგრაფია ილუსტრატორში3 Hours
- 2.4ლექცია 4 — Repeat, Intertwine & Blend3 Hours
- 2.5ლექცია 5 — Branding & Brand Book3 Hours
- 2.6ლექცია 6 — 3D ილუსტრატორში3 Hours
- 2.7ლექცია 7 — შემაჯამებელი ფინალური პროექტი3 Hours
Requirements
- მინიმალური ასაკი - 16 წელი
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა დამატებით პლიუსად ჩაითვლება