ჯუნიორ გრაფიკული დიზაინის პროგრამა
- Design, გრაფიკული დიზაინი
- 6 (Registered)
-
(0 Review)
ჯუნიორ გრაფიკული დიზაინის პროგრამა
კურსის მიზანი
Junior Graphic Design Program-ის მიზანია 13-17 წლის მოსწავლეებს გააცნოს გრაფიკული დიზაინის საფუძვლები მარტივი, პრაქტიკულზე ორიენტირებული და ასაკისთვის შესაფერისი ფორმით.
პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს:
- განივითარონ ვიზუალური და შემოქმედებითი აზროვნება
- ისწავლონ იდეების გადმოცემა ვიზუალური ფორმით
- შექმნან საკუთარი დიზაინები ეტაპობრივად და გააზრებულად
სწავლა მიმდინარეობს უსაფრთხო, სტრუქტურირებულ და მხარდამჭერ გარემოში, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება პრაქტიკაზე, პროცესზე და პროგრესზე.
სასწავლო პროგრამა
პროგრამა მოიცავს გრაფიკული დიზაინის ორ ძირითად ინსტრუმენტს:
- Adobe Photoshop
- Adobe Illustrator
ინსტრუმენტები ისწავლება მარტივი დავალებებით და პრაქტიკული მაგალითებით, ისე რომ მოსწავლემ ეტაპობრივად აითვისოს როგორც ციფრული, ისე საბეჭდი დიზაინის ძირითადი პრინციპები.
თეორია გადმოცემულია მოკლე და გასაგები ფორმით, ხოლო დროის უმეტესი ნაწილი ეთმობა პრაქტიკულ მუშაობას.
პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები:
- გაეცნობიან გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს და ვიზუალური კომუნიკაციის პრინციპებს
- ისწავლიან დიზაინის პროგრამებში მუშაობას ნაბიჯ-ნაბიჯ
- შექმნიან სხვადასხვა ტიპის ნამუშევრებს (პოსტერები, სოციალური მედიის ვიზუალები, მარტივი ლოგოები და სხვა)
- განივითარებენ ფერთა შეგრძნებას, კომპოზიციას და ტიპოგრაფიის საბაზისო ცოდნას
- ისწავლიან დავალების გააზრებას და საკუთარი იდეების ვიზუალურად გადმოცემას
- მიიღებენ ინდივიდუალურ უკუკავშირს მენტორისგან
- დააგროვებენ საკუთარ პატარა ნამუშევრებს და პროგრესს პროგრამის განმავლობაში
კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე:
- შეძლებს დამოუკიდებლად მუშაობას გრაფიკული დიზაინის საბაზისო ინსტრუმენტებში
- ექნება ვიზუალური აზროვნების და დიზაინერული ლოგიკის საფუძვლები
- ექნება საკუთარი შესრულებული ნამუშევრები
- ექნება უფრო მკაფიო წარმოდგენა დიზაინის მიმართულებაზე და საკუთარ ინტერესებზე
* ჯუნიორ პროგრამა არ გულისხმობს დასაქმების ან შემოსავლის დაპირებას – მთავარი მიზანია უნარების განვითარება და სწავლის სწორი მიმართულების შექმნა.
სერტიფიკატი
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მოსწავლის მონაწილეობას Junior Graphic Design Program-ში.
მენტორის შესახებ
ნიკოლო არეშიძე-თურმანიძე არის გრაფიკული დიზაინის პრაქტიკოსი და მენტორი, რომელიც მუშაობს ბრენდინგისა და ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით.
მას აქვს დამწყებებთან მუშაობის გამოცდილება და სწავლების პროცესს აშენებს:
- მარტივად
- ეტაპობრივად
- პრაქტიკაზე დაფუძნებით
მისი მიზანია მოსწავლეებმა არა მხოლოდ პროგრამების გამოყენება ისწავლონ, არამედ აითვისონ დიზაინი როგორც აზროვნება.
მენტორის მიდგომა Junior ჯგუფში
✔️ ასაკისთვის შესაფერისი სწავლება
✔️ მეტი პრაქტიკა, ნაკლები თეორია
✔️ ინდივიდუალური ყურადღება
✔️ მხარდამჭერი და მოტივაციური გარემო
✔️ პროგრესზე ორიენტირებული სწავლა
სილაბუსს გაეცანით აქ 👇
Curriculum
- 3 Sections
- 22 Lessons
- 12 Weeks
- თვე 1 - შესავალი დიზაინის სამყაროში & ფოტოშოპის საფუძვლებიმოსწავლეები გაეცნობიან გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს და დაიწყებენ მუშაობას Photoshop-ში. მთავარი აქცენტი კეთდება ვიზუალური აზროვნების განვითარებაზე, ფერებზე, კომპოზიციაზე და მარტივი დიზაინების შექმნაზე.7
- 1.1გაკვეთილი 1. შესავალი გრაფიკულ დიზაინში – რა არის დიზაინი და როგორ ვიყენებთ მას ყოველდღიურად.3 Hours
- 1.2გაკვეთილი 2. Photoshop-ის სამუშაო გარემო – პროგრამის ინტერფეისი და ფაილის სწორად შექმნა.3 Hours
- 1.3გაკვეთილი 3. Layer-ები და მუშაობის ლოგიკა – დიზაინის ორგანიზება შეცდომების გარეშე.3 Hours
- 1.4გაკვეთილი 4. ფერები და კომპოზიცია – ვიზუალური ბალანსისა და კონტრასტის საფუძვლები.3 Hours
- 1.5გაკვეთილი 5. Selection ინსტრუმენტები – ობიექტების ამოჭრა და ფოტოკოლაჟი3 Hours
- 1.6გაკვეთილი 6. ტექსტი და იერარქია – როგორ გავხადოთ დიზაინი წაკითხვადი და გასაგები.3 Hours
- 1.7გაკვეთილი ქცია 7. Mini Project – პირველი შემაჯამებელი ნამუშევარი და ინდივიდუალური უკუკავშირი.3 Hours
- თვე 2 - კრეატიული აზროვნება & advance ფოტოშოპის დონეამ ეტაპზე მოსწავლეები იწყებენ დიზაინის დამოუკიდებლად შექმნას იდეიდან საბოლოო შედეგამდე. ყურადღება ეთმობა კრეატიულ აზროვნებას, ტიპოგრაფიას, სოციალური მედიის ვიზუალებს და რეალურ ამოცანებზე მუშაობას.7
- 2.1გაკვეთილი 8. გრაფიკული აზროვნება – როგორ დავამუშაოთ იდეა ვიზუალურად.3 Hours
- 2.2გაკვეთილი 9. Moodboard და ინსპირაცია – ვიზუალური მიმართულების არჩევა.3 Hours
- 2.3გაკვეთილი 10. ტიპოგრაფიის საფუძვლები – ფონტების სწორად გამოყენება დიზაინში.3 Hours
- 2.4გაკვეთილი 11. Social Media დიზაინი – Instagram ვიზუალების შექმნა.3 Hours
- 2.5გაკვეთილი 12. ბანერები და ციფრული ვიზუალები – ყურადღების მიპყრობა და განლაგება.3 Hours
- 2.6გაკვეთილი 13. მარტივი ანიმაცია (GIF) – მოძრაობის ელემენტების დამატება დიზაინში.3 Hours
- 2.7გაკვეთილი 14. Project & Review – შემაჯამებელი პროექტი და პროგრესის შეფასება.3 Hours
- თვე 3 - ილუსტრატორი & ბრენდირებამოსწავლეები გაეცნობიან ვექტორულ დიზაინს და Illustrator-ის შესაძლებლობებს. შეისწავლიან მარტივი ლოგოების, აიკონებისა და ბრენდინგის ელემენტების შექმნას და დაასრულებენ პროგრამას ფინალური პროექტით.8
- 3.1გაკვეთილი 15. Illustrator-ის შესავალი – ვექტორული გრაფიკის საფუძვლები.
- 3.2გაკვეთილი 16. Shape-ები და Pen Tool – ფორმებისა და აიკონების შექმნა.
- 3.3გაკვეთილი 17. ფერები და ტექსტი Illustrator-ში – სისუფთავე და ვიზუალური თანმიმდევრობა.
- 3.4გაკვეთილი 18. ლოგოს შექმნის საფუძვლები – იდეის გადმოცემა ფორმით.
- 3.5გაკვეთილი 19. Branding-ის ბაზისი – ფერები, ნიშნები და ვიზუალური სტილი.
- 3.6გაკვეთილი 20. კომპოზიცია და ელემენტების გაერთიანება – დიზაინის გამართვა.
- 3.7გაკვეთილი 21. Final Project Prep – ფინალური ნამუშევრის დაგეგმვა და დახვეწა.
- 3.8გაკვეთილი 22. Final Project & Presentation – საბოლოო პროექტის წარდგენა და სერტიფიკატის გადაცემა.
Requirements
- მინიმალური ასაკი - 12 წელი
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა დამატებით პლიუსად ჩაითვლება