Loading...

ჩვენს შესახებ

ჩვენი ისტორია
ჩვენი ღირებულებები
ჩვენი განათლების მეთოდი
ჩვენი სერვისები
რა არის Pixel Mentor Academy? 01

რა არის Pixel Mentor Academy?

Pixel Mentor Academy შეიქმნა ტრადიციული ონლაინ სწავლების გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც სტუდენტები ხშირად აწყდებიან ხანგრძლივ, გადატვირთულ გაკვეთილებს, გაუთავებელ ლოდინს და ყურადღების გამფანტველ ტექნიკურ დეტალებს. ბევრი კურსი სწავლების ნაცვლად დროს აკარგინებს მათ, ვისაც რეალური შედეგი სურს.

ამ გამოწვევის საპასუხოდ შევქმენით სწავლების სისტემა, რომელიც აერთიანებს როგორც მოქნილ ონლაინ კურსებს წინასწარ გამზადებული ჩანაწერებით, ასევე ცოცხალ Zoom პროგრამებს მენტორთან პირდაპირი კომუნიკაციით. ჩვენი მისიაა მოკლე, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული სწავლება – სადაც თითოეული ლექცია ემსახურება რეალურ უნარებს, პროგრესს და მოტივაციის შენარჩუნებას. Pixel Mentor Academy-ში სტუდენტის დრო და ენერგია ყოველთვის პრიორიტეტია.

Pixel Mentor Academy-ს ღირებულებები 02

Pixel Mentor Academy-ს ღირებულებები

• ეფექტურობა → ჩვენ პატივს ვცემთ შენს დროს და გთავაზობთ კონცენტრირებულ ღირებულებას.
• სიცხადე → დამაბნეველი ჟარგონის გარეშე, მხოლოდ მკაფიო და პრაქტიკული ახსნა-განმარტებები.
• კრეატიულობა → ყველა გაკვეთილი შექმნილია შენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად.
• სტუდენტი პირველ ადგილზეა → შენი ზრდა და წარმატება ჩვენი ყველა მოქმედების მამოძრავებელი ძალაა.

ჩვენი სწავლების მეთოდი 03

ჩვენი სწავლების მეთოდი

ჩვენი კურსები დაფუძნებულია სტუდენტების რეალურ გამოწვევებსა და ბაზრის მოთხოვნებზე. ტრადიციული, ხანგრძლივი გაკვეთილები გადავაქციეთ კონცენტრირებულ და შედეგზე ორიენტირებულ კონტენტად, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს.

პასიური ლექციების ნაცვლად, გთავაზობთ პრაქტიკულ დავალებებს, ეტაპობრივ გზამკვლევს და მხარდაჭერას მოქმედი პროფესიონალებისგან – სწავლის პროცესის გასამარტივებლად და შედეგის დასაჩქარებლად.

ჩვენი სერვისების კატეგორიები

ვიდეო გაკვეთილები

მენტორთან შეხვედრის ჩანაწერები და ასევე გვაქვს

ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაწერილი ვიდეოები, რომლითაც შეგიძლია იარო შენს ტემპში.

 

მენტორული/თვითსწავლებადი კურსი

ჩვენ გაძლევთ არჩევანს, შეგიძლია ისწავლო შენით დამოუკიდებლად ან მენტორის ხელმძღვანელობით. არჩევანი შენზეა!

პრაქტიკული დავალებები

რეალური ქეისები და სავარჯიშოები, რომლებსაც იყენებენ პროფესიონალები.

ფიდბექი პროფესიონალი დიზაინერისგან

გრაფიკული დიზაინერისაგან ღებულობ შენიშვნებს: რა არის კარგი და რა უნდა გაუმჯობესდეს.

Behance პორტფოლიოს აწყობა

გეხმარებით შექმნა პირველი პროფესიონალური ნამუშევრები ბაზარზე გასასვლელად.

ყველაფერი ერთ სივრცეში

ეს არის პლატფორმა სადაც შეძლებ უყურო ვიდეო გაკვეთილებს და ისწავლო გრაფიკული დიზაინი. მარტივი რეგისტრაცია – აქტივაცია – და მზად ხარ!